შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინიციატივით, მომსახურების სააგენტომ პროექტი - „გაამწვანე სამუშაო გარემო“ დაიწყო.
აქციის ფარგლებში, სააგენტოს 100-მდე თანამშრომელმა ქალაქ რუსთავში, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის - ფიჭვის, იფანის და კვიპაროსის 300-მდე ხე დარგო. ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძეც შეუერთდა და აქციაში თავისი წვლილი შეიტანა.
პროექტში „გაამწვანე სამუშაო გარემო“ მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ჩაერთვება. სააგენტოს რეგიონული დანაყოფების მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხეები ეტაპობრივად დაირგვება.
აქციის მიზანია გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაში მონაწილეობის მიღება.
მომსახურების საგენტოს თანამშრომლები მათ მიერ დარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.