112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

მეთადონი

მეთადონის-ჰიდროქლორიდი - ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური ოპიოიდების ჯგუფის პრეპარატია. არსებობს აბების, სიროფის, ფხვნილის ან ხსნარის სახით. თანამედროვე მედიცინაში იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისთვის, ანუ არალეგალური ნარკოტიკების მიღების ჩასანაცვლებლად. ეს არის ოპიოიდების ,,აგონისტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და სხვა ნარკოტიკული პრეპარატების ანალოგიურად მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა მკურნალობის მეთოდი, ე.წ. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტებისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. მეთადონს ახასიათებს 24–36 საათიანი მოქმედება, რაც მოსახერხებელს ხდის ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოსაყენებლად. პაციენტები დღეში ერთხელ სვამენ მას. თუმცა, მისმა არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას და მძიმე შემთხვევებში - სიკვდილს.