112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

კოდეინი

კოდეინი (მეთილმორფინი) შედარებით დაბალაქტიური ოპიოდია (ათჯერ უფრო სუსტია მორფინზე), თეთრი ფერის კრისტალური, მწარე გემოს მქონე ფხვნილი, რომელიც გამოდის აბების ან საინექციო ხსნარების სახით. კოდეინი დიდ დოზებში, მორფინისაგან განსხვავებით, იწვევს აგზნებას. კოდეინისადმი ვითარდება უფრო ნაკლებად გამოხატული დამოკიდებულება, ვიდრე მორფინის მიმართ. სამედიცინო დანიშნულებით კოდეინი გამოიყენება ძირითადად სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილების, ხველის დროს. არსებობს კოდეინის შემცველი მრავალგვარი კომბინირებული ფორმები (ხშირად არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში).