112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ანტინარკოტიკული კამპანია

2014 წლის 24 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსდა დასაწყისი ფართო ანტინარკოტიკული კამპანიისა - „არა ბიონარკოტიკს”. კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კამპანიის მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მაქსიმალური ინფორმირებულობა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სხვადასხვა ნეგატიურ მხარეებთან დაკავშირებით. ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს თავის პირველად ფუნქციას - პრევენციას. საქართველოს პოლიცია, მართალია, თითოეულ ჩადენილ დანაშაულზე ახდენს ეფექტურ რეაგირებას. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პოლიციის ინტერვენირება მანამ, სანამ დანაშაული მომხდარა. სწორედ აღნიშნულის ყველაზე საუკეთესო გზაა საზოგადოების ინფორმირებულობა, რაც შეესაბამება დასავლურ სტანდარტებსა და იმ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის სურათს, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მთელი მოსახლეობის, საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანეს საქმეში. სწორედ ამიტომ კამპანიის სლოგანია - „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება”.

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ხვდებიან ახალგაზრდებს. ისინი მათ აცნობენ როგორც ნარკოტიკების არალეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს, ასევე, ნარკოტიკების მოხმარების ნეგატიურ გავლენას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. კამპანიას შეუერთდნენ სპორტისა და ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. მათ მიერ განხორციელდა სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დიდი რეზონანსი, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელებში მოჰყვა. აღნიშნული აქტიურად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში, მიეძღვნა სხვადასხვა გადაცემები, მიმდინარეობს აქტიური განხილვა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-ბლოგებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდა მედია-კონკურსი, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში მედიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. აღნიშნულ კონკურსზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი საინტერესო ტელე თუ რადიო სიუჟეტი, გადაცემა, სტატია და სხვ.

საბოლოო ჯამში, ანტინარკოტიკული კამპანიის მთავარმა გზავნილებმა მოსახლეობის ყველა სეგმენტამდე, განსაკუთრებით, ამ კუთხით ყველაზე მოწყვლად ჯგუფამდე - ახალგაზრდობამდე მიაღწია, რამაც, ბუნებრივია, ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების კლებასა და ნარკომოხმარების პრევენციას ქვეყანაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანია „არა ბიონარკოტიკს - ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“


11/10/2014
შსს-ს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე სტუდენტებს თსუ-ს რექტორმა სერთიფიკატები გადასცა


13/06/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს


04/06/2014
შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას – „არა ბიონარკოტიკს“ ქართული უნივერსიტეტი შეუერთდა


22/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნარკოტიკების წინააღმდეგ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს


17/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა სკოლა „ფესვები“-ს მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია და ე.წ. „ბიოს“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გააცნეს


16/05/2014
შსს-ს სპორტულ კლუბ „Mia Force“-ის ავტომრბოლელები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდნენ


15/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია და ე.წ. „ბიოს“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გააცნეს


12/05/2014
შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა


08/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია და ე.წ. „ბიოს“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გააცნეს


07/05/2014
შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ


07/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


02/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა 173-ე სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი გააცნეს


01/05/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი გააცნეს


30/04/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


29/04/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


28/04/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


16/04/2014
შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა


15/04/2014
შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მცხეთაში მოსწავლეებს შეხვდნენ


14/04/2014
შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ


12/04/2014
შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ბათუმში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ


11/04/2014
შსს-ს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ


10/04/2014
შსს-ს წარმომადგენლები თელავში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდნენ


09/04/2014
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა


08/04/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა ახალციხეში სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


05/04/2014
შსს-ს წარმომადგენლებმა ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს


04/04/2014
შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა


02/04/2014
შინაგან საქმეთა მინისტრი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა


31/03/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა


26/03/2014
შინაგან საქმეთა მინისტრი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში N14 საშუალო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა


24/03/2014
შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა