112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ექსტაზი (MDMA)

ექსტაზი (MDMA) - საერთო სახელწოდებაა ამფეტამინების ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკ-სტიმულატორებისა, რომელთა დიდი ნაწილი იწვევს ჰალუცინაციებს. ექსტაზი ძვირად ღირებული ნარკოტიკია, ამიტომ მისი მომხმარებლები, წესისამებრ, დროთა განმავლობაში ჰეროინზე ან ამფეტამინებზე გადადიან.

მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, ორგანიზმის ტონუსისა და გამძლეობის, ძალ-ღონის მომატება. ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანს ეუფლება დაღლილობა, აპათია, დათრგუნულობა, ერევა ძილი. ეს მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს, რადგან ორგანიზმს დახარჯული ძალების აღსადგენად დრო სჭირდება. ექსტაზის რეგულარული მოხმარება იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებას, დეპრესიას (მოსალოდნელია სუიციდის მცდელობაც), ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას, ნერვული სისტემის დაზიანებას, შინაგანი ორგანოების დისტროფიას. იცვლება გენეტიკური კოდი. ჭარბი აგზნების გამო, მოსალოდნელია ორგანიზმის გადახურება, ცხელება, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის განვითარება და სიკვდილი.