112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ამფეტამინი

ამფეტამინი წარმოადგენს სინთეზურ ნივთიერებას, რომლის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება კრისტალური უფერო ან თეთრი ფერის ფხვნილი ან აბები. ამფეტამინს და მისგან წარმოებულ ნივთიერებებს (ამფეტამინის რიგის სტიმულატორები) აქვთ ფსიქომასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედება. ამფეტამინის ზემოქმედება იწვევს განდიდების მანიაკალურ აზრებს, დაუფიქრებელ მოქმედებებს, მძაფრ და არაადეკვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით; დროთა განმავლობაში ჩნდება უმიზეზო შფოთვა და ეჭვი; ადგილი აქვს თვითმკვლელობის შემთხვევებსაც.

მუდმივი მოხმარების შემთხვევაში, საჭირო ხდება დოზის თანდათანობითი ზრდა. ამფეტამინების რეგულარული მოხმარება იწვევს თავბრუხვევას, თავის ტკივილებს, მხედველობის გაუარესებას, ძლიერ ოფლიანობას, ინფარქტს, ინსულტს, ნერვულ გამოფიტვას, იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, შეუქცევად ცვლილებებს თავის ტვინში, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების, მათ შორის, ღვიძლის დაზიანებას.