112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42ერთიანი მომსახურების ცენტრი

საქმიანობა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია:
- საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა;
-

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

-

საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

-

კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა;

-

კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.



საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში:

- ახდენს დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენას, აღკვეთასა და თავიდან აცილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულების ღონისძიებების გამოყენებას, აგრეთვე, დანაშაულის გამოძიებასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას;
- საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, აგრეთვე, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას;
- განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე, პირთა განცხადებებსა და საჩივრებსდა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
- სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ/ განთავსებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, არასტაციონალურ (მოძრავ) სიჩქარის მზომ და ნომრის ამომცნობ საშუალებებს;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს უცხოელების დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას;
- აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით უზრუნველყოფს გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებას;
- ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს;
- მონაწილეობს საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევისა და აღნიშნულის შედეგად დაშავებული პირების, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიან სახელმწიფო აღრიცხვაში;
- ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას;
- ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.