112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციები

ადმინისტრაციის უფროსი:
- ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებს;
- მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისრაციის სტრუქტურული
დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
- პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;
- ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმას;
- სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას;
- მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახოციელებს სხვა უფლებამოსილებებს.