112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასების ანგარიში

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირებასთან (DRR) დაკავშირებული შესაძლებლობების ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეული ანალიზი, რომელიც ეფუძნება კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების ინიციატივის"(CADRI) გაეროს წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას. წინამდებარე შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და CADRI-ის მიერ 2014 წლის მარტ-სექტემბერში. შეფასებაში წარმოდგენილი დასკვნები აგებულია ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაში (HFA) განსაზღვრული მოქმედებების ხუთი პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით: კატასტროფის რისკის შემცირება, როგორც ეროვნული და ადგილობრივი პრიორიტეტი; რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება; გამძლეობის კულტურის ჩამოსაყალიბებლად ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და ცნობიერების ამაღლების გამოყენება; რისკის განმსაზღვრელი ფაქტორების შემცირება; კატასტროფისათვის მზადების გაძლიერება, რათა რეაგირება იყოს ეფექტიანი. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომლებიც შექმნიან საფუძველს კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში შესაძლებლობების განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოსაყალიბებლად.

კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასების ანგარიში 2014წ