112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ფუნქციები

სააგენტოს (დეპარტამენტი) ქვედანაყოფების ფუნქციები

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო

ორგანიზებასა და კოორდინირებას უწევს ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს. კერძოდ: აწარმოებს დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგს. ამზადებს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს;ახორციელებს რეგიონალურ და რაიონულ (საქალაქო) მართველობის დონეზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კოორდინაციას, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადებასა და მიწოდებას. საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღებას, გაგზავნასა და გადაგზავნას დანიშნულებისამებრ; ორგანიზებას უკეთებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას. ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით აწარმოებს ვითარებათა შეფასებას, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზებასა და განხორციელებას.


სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამმართველო

უზრუნველყოფს ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღებასა და დამუშავებას. ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სახანძრო დაცვისა და სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების ძალებისა და საშუალებების გაგზავნას. უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას და მის მიწოდებას სააგენტოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურებისათვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ; შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ზედამხედველობის განხორციელების სამმართლებრივი, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირებასა და მეთოდური დახმარებას. ასევე, სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაციას; ახორციელებს რთული, ფართომასშტაბიანი და ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებული ხანძრების მიზეზების კვლევასა და ანალიზს; მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავებას; ცეცხლსაქრობი საშუალებების, ნივთიერებების, მასალების, დანადგარების, კონსტრუქციების გამოცდას მათი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაზე

განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო

ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირებას; აწარმოებს დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24 საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; მონაწილეობს კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში; უზრუნველყოფს საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადებას; ახორციელებს სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავებას, სამაშველო ოპერაციებში გამოცდასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ამუშავებს პროფესიული მომზადების გეგმებს, სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს. ატარებს შესაბამის სწავლებებს მაშველ-მეხანძრეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორაგანიზებას უკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამაშველო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას. ასევე ხელს უწყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გადამზადებას; დადგენილი წესით ახორციელებს მაშველ-მეხანძრეთა ატესტაცია-სერტიფიცირებას.