ხანგრძლივობა: 30 თვე - 2013-2015
პროექტის ბიუჯეტი: 3 340 000 ევრო
დაფინანსება: ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ
განმახორციელებელი: ევროპის საბჭო
პარტნიორები: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი
პროექტის ზოგადი მიზანი: ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და ჯანდაცვის გაუმჯობესება (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა) ციხეებში, დროებითი მოთავსების ადგილებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში, მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ციხეებსა და პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
- ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ციხეებში, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და დახურული ტიპის სხვა, მაგალითად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ევროპული სტანდარტის შესაბამისად
- სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერება არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრევენციის მიზნით ევროპისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- სასჯელაღსრულების სისტემის 2013-2014 წლების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში დახმარება;
- ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში დახმარება;
- დაავადებათა პრევენციის სასწავლო პროგრამის შემუშავება;
- პატიმრებისა და დახურული ტიპის დაწესებულებების პერსონალისთვის თემატური და ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, გამოქვეყნება და გავრცელება;
- ზიანის შემცირებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საჭიროებების შეფასება;
- ციხეებში ჯანდაცვის გაძლიერება მრგვალი მაგიდების, ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით;
- სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა;
- აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმის გაუმჯობესებას;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბძოლის სახელმწიფოს 2011-2013 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში ხელშეწყობა;
- მონიტორინგისა და საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება