112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგი


ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგი

და

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა


სავიზო დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოფიციალურად დაიწყო 2012 წლის 4 ივნისს, ბრიუსელში და 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობას გადმოეცა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (Visa Liberalisation Action Plan–VLAP).

სავიზო დიალოგი 4 თემატურ სფეროს, ე.წ. ბლოკს მოიცავს, რომლის გათვალისწინებითაც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეფორმები.

4 თემატური სფეროა:

  • დოკუმენტების უსაფრთხოება (ბიომეტრული მონაცემების ჩათვლით);
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის მაძიებლები;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  • საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას ორ ფაზად: პირველი ეტაპზე საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბება და მეორე ფაზა დაეთმობა მათ ეფექტურ იმპლემენტაციას.

ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში შსს-ს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებებს შორის აღსანიშნავია:

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება,

მესაზღვრე ოფიცრებისთვის ტრეინინგ–პროგრამების გაუმჯობესება და ეთიკის კოდექსის შემუშავება;

  • არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმის შემუშავება და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება;
  • მესამე ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმების გაფორმება;
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • სამართალდამცავ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერება;
  • პოლიციის სექტორში მონაცემთა დაცვის საკითხის დარეგულირება;

2013 წლის 10-11 ოქტემბერს საქართველოს ეწვია ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია, რომელიც შეხვდა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული ყველა უწყების წარმომადგენელს და საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ანგარიშების ანალიზის შედეგად 2013 წლის 15 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიის მიერ დაიდო შეფასების პირველი ანგარიში. ევროკომისიამ აღნიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით მოწინავე სფეროებად დასახელდა საზღვრის ინტეგრირებული მართვა და დოკუმენტების უსაფრთხოება.