112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს. 2011 წლის 26 აპრილის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეთანხმების იმლემენტაციაზე კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს შსს. საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილებისა და განსახლების სამინისტროს დაევალა საჭიროებისამებრ დახმარების გაწევა. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, შს მინისტრის ბრძანებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელიც ახალ ფუნქციებს ითვალისწინებდა.

2012 წლის 12 მარტს მიღებული იქნა ოთხი მინისტრის ერთობლივი ბრძანება, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს თითოეული უწყების ვალდებულებებს. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცდა სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, რომელიც განსაზღვრავს ახალი დანაყოფის - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ფუნქცია/მოვალეობებს.

აღნიშნულ ეტაპზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიმდინარეობს „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმების გაფორმება.