112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

პარტნიორობა მობილურობისთვის

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მექანიზმია ერთობლივი დეკლარაცია - ე.წ. „პარტნიორობა მობილურობისთვის". აღნიშნულ დეკლარაციას ხელი 2009 წლის ნოემბერში მოეწერა, ხოლო განხორციელება ოფიციალურად 2010 წლის თებერვალში დაიწყო. დეკლარაცია რამოდენიმე თავისგან შედგება, მათ შორის:

  • მობილურობა, ლეგალური მიგრაცია, ინტეგრაცია და თავშესაფარი;
  • მიგრაცია და განვითარება;
  • საზღვრის მართვა, საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

შსს კომპეტენციაში შემავალი საკითხები ძირითადად საზღვრის მართვის ნაწილშია გათვალისწინებული. დეკლარაციის დამატებითი დოკუმენტია „მოქმედებათა ცხრილი", სადაც გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რომელთა მეშვეობითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა სამსახურები დეკლარაციის შესაბამისი საკითხების განვითარება-გაუმჯობესებაში დაეხმარებიან საქართველოს საჯარო უწყებებს.