112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ევროპოლი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის ევროპულ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი ევროპის კავშირის სამართალდამცავ უწყებასთან (ევროპოლი) მჭიდრო თანამშრომლობა. ევროპოლთან თანამშრომლობის ორი ძირითადი ფორმა არსებობს: სტრატეგიული და ოპერატიული დონის თანამშრომლობა. დღეისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპოლთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დადების კუთხით, რომლის გაფორმებაც იგეგმება უახლოეს მომავალში.

დამატებიტი ინფორმაციისთვის: https://www.europol.europa.eu/