112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)

1992 წლის 25 ივნისს ალბანეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის, საბერძნეთის, საქართელოს, სომხეთის, უკრაინის და თურქეთის სახელმწიფოთა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ქ. სტამბულის სამიტის დეკლარაციას და ბოსფორის განცხადებას, რის საფუძველზეც შეიქმნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან 1998 წლის 2 ოქტომბერს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ნებისმიერი მოთხოვნა თანამშრომლობისა თუ სხვა საკითხის თაობაზე განიხილება ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე.

ორგანიზაციის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს მეკავშირე ოფიცრების ქსელი, რომელიც შეიქმნა 2002 წლის 15 მარტს გაფორმებული დამატებითი ოქმის საფუძველზე, რაც ამარტივებს თანამშრომლობის სფეროში მოთხოვნებისა და რელევანტური ინფორმაციის გაცვლას ორგანიზაციის წვერი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებს აღნიშნულ კომუნიკაციის სისტემას.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფაგლებში გაფორმებული შეთანხმებები: http://www.police.ge/ge/ministry/structure-and-offices/saertashoriso-urtiertobebis-departamenti/saertashoriso-samartlebrivi-tanamshromloba/saertashoriso-khelshekrulebebi

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.bsec-organization.org/Pages/homepage.aspx