112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრეინინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე (ხელი მოეწერა 2014 წლის 15 იანვარს)

დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ

განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროექტის ბიუჯეტი: 199,700 ევრო

პროექტის ზოგადი მიზანი: დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დმი–პერსონალისათვის ტრეინინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

  • დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) თანამშრომლებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება;
  • შსს აკადემიის სასწავლო პროგრამაში დროებითი დაკავების იზოლატორების პერსონალისათვის მომზადებისა და გადამზადების ახალი კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა;
  • დროებითი მოთავსების იზოლატორებში უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:

  • მოწვეული ევროკავშირის ექსპერტის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებისათვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება;
  • შემუშავებულ სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურებზე დაყრდნობით დმი–ს პერსონალისათვის შსს აკადემიაში ტრეინინგისა და გადამზადების კურიკულუმის დანერგვა;
  • საქართველოს მასშტაბით დმი–ის ყველა თანამშრომლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრეინინგების ჩატარება და ყველა დმი–ის პირველადი დახმარების საშუალებებით (კომპლექტით) უზრუნველყოფა;
  • საქართველოს მასშტაბით დმი–ის ყველა თანამშრომლისთვის ფსიქოლოგიურ საკითხებზე ტრეინინგების ჩატარება;
  • საქართველოს მასშტაბით დმი–ს ყველა თანამშრომლისთვის ტრეინინგების ჩატარება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მოპყრობის საკითხებზე;
  • ყველა დმი–ის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათ შორის ანტივანდალური ნათურების შესყიდვა და დამონტაჟება და უსაფრთხო საწოლების დამზადება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს თვითდაზიანების რისკს.