112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

სამართლებრივი განვითარების პროგრამა (მეოთხე ეტაპი)

2013–2014 წლის სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და PH INTERNATIONAL -თან თანამშრომლობთ, შსს–მ განაალა პროექტ „სამართლებრივი განვითარების პროგრამის“ განხორციელება საქართველოს საჯარო სკოლებში. პროექტი ითვალისწინებს წინასწარ შედგენილი საგნის: „სამართლებრივი კულტურის“ სწავლებას შერჩეული სკოლების მე-9 კლასელთათვის. აღნიშნული საგნის სწავლება მიმდინარეობს სპეციალურად გადამზადებული სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით. სამართლებრივი კულტურის პროგრამა ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში შერწყმული საგანმანათლებლო პროგრამა. ასეთმა მიდგომამ არ გაზარდა მოსწავლე-მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა და გააძლიერა იმ საკითხების შესწავლის ეფექტიანობა, რომლებიც თანმხვედრია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების და ამ პროგრამისთვის. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს როლურ თამაშებს და გამიზნულია მოსწავლეებში სამართლის და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ ცოდნის ამაღლებისკენ. სახელმძღვანელო „სამართლებრივი კულტურა“ შედგება შემდეგი თემებისგან:

  • სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა;
  • არასრულწლოვანი და კანონი;
  • ძალადობა (ძალადობა ოჯახში, „ბულინგი“ სკოლებში);
  • მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა;
  • ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა);
  • სასამართლო სამართალწარმოება.

2013–2014 სასწავლო წელს, პროგრამის განხორციელება ადგილობრივი უბნის ინსპექტორ–გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ უზრუნველყოფილია საქართველოს 32 საჯარო სკოლაში. სწავლება მიმდინარეობს: თბილისის– 17, ახალქალაქის - 5 , ფოთის - 5 და თელავის –5 საჯარო სკოლებში.

გარდა ინტერაქტივისა, პროექტის ფარგლებში ხორციელდება სკოლის მოსწავლეთა ვიზიტები შსს სხვადახვა შენობებში. 2013 წლის განმავლობაში სკოლის 150–ზე მეტი მოსწავლე ეწვია შსს შემდეგ დანაყოფებს: შსს აკადემიას, გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ცენტრ–112, საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. აღნიშნული ვიზიტებით მოსწავლეები ადგილზე ეცნობიან დანაშაულის გამოძიების თანამედროვე მეთოდებს და სამართალდამცავთა საქმიანობებს.