112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

მიგრაციის სფეროში ტრეინინგებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების ზრდა საქართველოსა და მოლდავეთში

პროექტის ხანგრძლივობა: 26 თვე

განმახორციელებელი პარტნიორები: ICMPD, ლტოლვილთა დანიის საბჭო, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ევროპის საბჭო, ფინეთი, ჰააგის უნივერსიტეტი, პორტუგალია, სლოვაკეთი.

ზოგადი მიზნები: მიგრაციის მართვის სფეროში სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა განავითარონ და განახორციელონ პარტნიორობა მობილურობისათვის საქართველოში.

კონკრეტული მიზნები:

  • სამთავრობო სტრუქტურებსა და აკადემიაში მიგრაციის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება;
  • სამთავრობო სტრუქტურებისა და აკადემიის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა მოხდეს მიგრაციის პოლიტიკის შემამუშავებელი და განმახორციელებელი სტრუქტურების ანალიტიკური საჭიროებების დაკმაყოფილება;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი საქმიანობები:

  • აკადემიის კურიკულუმის განვითარების მიზნით სამთავრობო უწყებებისა და აკადემიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის დაარსება
  • სამთავრობო სტრუქტურებისა და აკადემიის თანამშრომლობის ფორმის განსაზღვრა;
  • საჭიროებების განსაზღვრა;
  • სტაჟირება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში (ICMPD);
  • ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება ტრეინინგებისა და სასწავლო ვიზიტების საშუალებით;
  • ქართული მხარისთვის პროფესიული და აკადემიური კურიკულუმის შემუშავება მიგრაციის საკითხებზე;
  • ტრენერების ტრეინინგზე სახელმძღვანელოს შემუშავება ქართული კონტექსტის შესაბამისად;
  • ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა;
  • საზაფხულო სკოლა და სტუდენტური სტაჟირება;
  • მიგრაციის კურიკულუმის განვითარებზე აკადემიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის შემუშავება;

საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართული უწყებები:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში;
  • იუსტიციის სამინისტრო (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო);
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.