112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ამოცანები

ამოცანები:
- სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვალთა და ნივთმტკიცებების დაფიქსირება, ამოღება, შესაბამისი წესით დალუქული ნივთიერი მტკიცებულებების გამოძიებისათვის გადაცემა, დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;
- შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და ექსპერტიზების ჩატარება;
- კვლევის სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და სამეცნიერო მეთოდების გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
- ოპერატიულ-სამძებრო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა;
- ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება.