112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

განვითარების საბჭო

2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა სისტემაში განვითარების საკითხებზე კოორდინირებულად მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება.

ზემოაღნიშნული ბრძანების მიზანია:

  • სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანაბარი განვითარებისათვის საჭირო კოორდინაციის ფორმატის შექმნა
  • განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  • განვითარების პროცესის ეფექტურობის გაზრდა

მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროში კოორდინაციის პროცესს განვითარების მიმართულებით უზრუნველყოფს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი. დეპარტამენტი რეგულარულად გაუწევს ორგანიზებას განვითარების საბჭოს შეხვედრებს, რომელსაც მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს.