112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

საკომუნიკაციო სისტემა

ინტერპოლის გლობალური საკომუნიკაციო სისტემა - I-24/7

2002 წელს შეიქმნა ქსელური საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების დაშვებას სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან. I-24/7 არის ინტერპოლის გლობალური პოლიციის საკომუნიკაციო სისტემა და გაუმჯობესებული მომსახურების საშუალება, რომელიც ინფორმაციის სწრაფი, სანდო და უსაფრთხო გაცვლის გზით საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს მოახდინონ მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების დაუყოვნებლივი ანალიზი და იდენტიფიკაცია. ინტერპოლის წევრი ქვეყნებიდან კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელიც მიუერთდა I-24/7 სისტემას 2003 წლის 20 იანვარს, საქართველო ამ სისტემაში ჩართულია 2004 წლის 10 მარტიდან, ხოლო 2006 წლის ივნისის ბოლოსათვის აღნიშნულ სისტემასთან მიერთებულია 190 წევრი ქვეყანა, მათ შორის რეგიონალური ოფისები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც ინტერპოლმა მიანიჭა დაშვების უფლება. ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ სისტემასთან უნდა დაიშვას ყველა წევრი ქვეყანა, მიუხედავად მათი ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობებისა. ეს სისტემა სპეციალურად შექმნილია, როგორც დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ინფორმაციის გაცვლის საშუალება. ინფორმაციის გაცვლა ეცბ-ებს, უფლებამოსილ უწყებებსა და გენერალურ სამდივნოს შორის ხდება დაცული და კოდირებული ქსელის მეშვეობით.

I-24/7 სისტემაში არსებობს შემდეგი სახის მონაცემთა ბაზები:
- ნებადართულია ცნობილ საერთაშორისო დამნაშავეებზე ინფორმაციის მოპოვება. ASF ნომინალური მონაცემთა ბაზა უზრუნველყოფს მათი კრიმინალური წარსულის, მათზე გაცემული ცირკულარების, ექტრადიციასთან დაკავშირებული საკითხების, ფოტოსურათებისა და თითების ანაბეჭდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;
- მოპარული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა ბაზა - ამ მონაცემთა ბაზასთან დაშვება განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო სასაზღვრო უწყებებისათვის, ვინაიდან მოპარული სამგზავრო დოკუმენტები ხშირად გამოიყენებიან ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ არალეგალური მიგრაციის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ტერორიზმის, ეკონომიკური დანაშაულისა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული დანაშაულებების ჩადენისას;
- მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზა- აღნიშნული მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებში მოპარული ავტომანქანების შესახებ;
- დაკარგულ კულტურულ ფასეულობათა მონაცემთა ბაზა - ინფორმაცია დაკარგული ხელოვნების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
- ელექტრონული ცირკულარები - ინტერპოლის ცირკულარები ქვეყნდება გაქცეულ დამნაშავეთა დაპატიმრების, მათზე გამოტანილი განაჩენის აღსრულების, მათ იდენტიფიცირებასთან, კრიმინალურ ჩანაწერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით. აგრეთვე, წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლისათვის, რომლებმაც შესაძლოა ჩაიდინონ ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას და წევრი ქვეყნების გასაფრთხილებლად უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა და ამოუცნობ გვამთა შესახებ;
- დაქტილობარათების მონაცემთა ბაზა - ამ ბაზაში არის თავმოყრილი საერთაშორისო ძებნილ პირთა თითის ანაბეჭდები;
- ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ბაზა;
- არასრულწლოვანთა სექსუალურ შეურაწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზა;
- დნმ-ის მონაცემთა ბაზა.


უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ინტერპოლმა მოიპოვა დაშვება ყველა ზემოთდასახელებულ ბაზაზე.

საქართველოს ეცბ სისტემატიურად ახორციელებს წერილობით თანამშრომლობას მსოფლიოს 183 ქვეყანასთან, ასევე 2006 წლის მაისიდან გენერალურმა სამდივნომ გამოსცა ახალი ASF2 სისტემური ბაზა, რომელიც იძლევა საშუალებას უმოკლეს დროში და ერთდროულად შემოწმებულ იქნას, როგორც პოროვნებები და დოკუმენტები ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალები.

საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ივნისის თვეში მოიპოვა გენერალური სამდივნოს მიერ შექმნილი პროგრამა (Easyform), რომელიც საშუალებას იძლევა საქართველოში ძებნილი ავტომობილებისა და დაკარგული დოკუმენტების გენერალური სამდივნოს საერთაშორისო ბაზაში როგორც განთავსებას ასევე დამატებასა და რედაქტირებას.

წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ გენერალური სამდივნოს სასამართლო და ტექნიკური მონაცემთა ბაზების ქვე-დირექტორატი (ოპერატიული უზრუნველყოფის დირექტორატი) ამუშავებს მომსახურების ახალ პაკეტს, რომელშიც შევა დნმ-ის, თითების ანაბეჭდების, გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტებისა და კატასტროფების მსხვერპლთა იდენტიფიკაციის მონაცემთა ბაზების გაუმჯობესებული და განახლებული ვერსია.

გენერალური სამდივნო და ეცბ-ები იყენებენ ყველა ტექნიკურ საშუალებებს რათა მათ შორის კავშირი იყოს რაც შეიძლება იზოლირებული არაუფლებამოსილი მესამე მხარისაგან.

ყოველი ეცბ ჩართულია I-24/7 საკომუნიკაციო სისტემაში რომლის უსაფრთხოების ელემენტებია VPN-ი, კოდირება და ფაირვოლი (სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის დაცვა/ვერ ხერხდება მისი ნახვა სპეციალური ნებართვის გარეშე).