112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42ერთიანი მომსახურების ცენტრი

დეპარტამენტის დირექტორი

ლონდა თოლორაია


დაბადების თარიღი: 01.12.1984


პროფესიული გამოცდილება:

2010 წლიდან საქართველოს პროკურატურაში კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას.

მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დაინერგა პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.

მისი ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს კონცეფციის შექმნისა და არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვების სრულყოფის პროცესში.

მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებში, პროკურორთა გადამზადებაში.

მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას.

ხელმძღვანელობდა პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს.

2016 (ნოემბერი) - 2018 (თებერვალი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2016 წლიდან დღემდე - მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საგანი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება);

2017 წლიდან დღემდე - მიწვეული ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში (საგანი - სისხლის სამართალი);

2013 (სექტემბერი) - 2016 (ნოემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ანალიტიკური სამმართველოს უფროსი;

2012 (დეკემბერი) - 2013 (სექტემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი;

2010 (დეკემბერი) - 2012 (დეკემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

2010 (თებერვალი) - 2010 (დეკემბერი) - მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;

2009 (აგვისტო-თებერვალი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი;

2009 (თებერვალი) - 2009 (აგვისტო) - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი;

2010 წლიდან ტრენერი:

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

სისხლის სამართლის პროცესი;

სასამართლო უნარ-ჩვევები;

დაკავებისა და პატიმრობის ევროპული სტანდარტები;

გამოძიების ელექტრონული პროგრამა.

განათლება და კვალიფიკაცია:

2006-2008 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრს ხარისხი;

2006-2002 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.