სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში არსებული ცოდნის მიცემა და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. კურსდამთავრებული შეძლებს საქმიანობას იურისტის ყველა იმ პოზიციაზე, რომელიც არ საჭიროებს შესაბამისი სერტიფიკატის ქონას. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს. სტუდენტს შეეძლება სპეციალობის არჩევა 4 წლიანი პროგრამის ბოლო 2 წლის განმავლობაში (საჯარო, კერძო, სისხლის და საპოლიციო სამართალი).
რატომ შსს აკადემია?
- დასაქმების რეალური შანსი
- სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის
- საწარმოო პრაქტიკა სამართალდამცავ ორგანოებში
- საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები
- მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
- თანამედროვე ინფრასტრუქტურა
- რეალური სასწავლო დრო და პირობები
- უსაფრთხო გარემო
სწავლის ხელმისაწვდომი საფასური - 2000 ლარი
მიღების წესები:
● საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირმა უნდა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რექტორის აქტით დადგენილ ვადებში გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე, რომლის ფორმას აბიტურიენტი აკადემიაში მიიღებს;
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ელ. ვერსია CD-ზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით (ელ. ვერსია CD-ზე);
- 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ჩვეულებრივი და არა ბიომეტრული) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).