112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სწავლების მეთოდოლოგია

სწავლების მეთოდოლოგია

სასწავლო ჯგუფები კომპლექტდება მაქსიმუმ 25 მსმენელისგან, ჯგუფში მსმენელთა მინიმალური ოდენობაა 5 მსმენელი. აკადემიაში სასწავლო დრო დღის მანძილზე არ აღემატება 6 აკადემიურ საათს.

ერთი სალექციო/პრაქტიკული საათი შედგება ორი აკადემიური საათისგან. (1 აკად.სთ. = 50 წთ. )

სალექციო/პრაქტიკულ საათებს შორის არის 10 წუთიანი და ერთი 30 წუთიანი შესვენება.

აკადემიაში მოქმედებს შეფასების - 100 ქულიანი სისტემა, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ქვიზი - წინა სალექციო გავლილი მასალის ცოდნის პერიოდული შემოწმება.

შუალედური გამოცდა - სასწავლო მოდულში შემავალი თითოეული კურსისათვის გათვალისწინებული სალექციო დროის 50% -ის გავლის შემდეგ მსმენელის ცოდნის შეფასება.

დასკვნითი გამოცდა - როგორც ცოდნის შეფასების საშუალება განსაზღვრავს მსმენელის მიერ შესაბამისი მოდულის ათვისების დონეს.

დასკვნით გამოცდაზე მსმენელი არ დაიშვება, თუ მას დასკვნით გამოცდამდე ( ქვიზი+შუალედური) აქვს დაგროვებული 15 ქულაზე ნაკლები ;

დასკვნითი გამოცდა მსმენელს ჩაბარებულად ეთვლება, თუ იგი მიიღებს მინიმუმ 25 ქულას.

სასწავლო კურსი/მოდული დაძლეულად ითვლება, თუ მსმენელი ჯამურად დააგროვებს არანაკლებ 51 ქულას;

დასკვნით გამოცდაზე 25 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ მსმენელი ვერ გადალახავს სასწავლო კურსისთვის/მოდულისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს (51 ქულა), მსმენელს ერთჯერადად ეძლევა უფლება გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე თუ მას ჯამურად (ქვიზი+შუალედური გამოცდა +დასკვნითი გამოცდა) დაგროვებული აქვს 40 ქულა და მეტი.

წარჩინების სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სასწავლო კურსში/მოდულში მიღებული შეფასებით დაგროვებული იქნება 90 ქულა და მეტი.

http://www.policeacademy.gov.ge/