112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში

პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები.

სამაგისტო პროგრამა 132 ECTS კრედიტიანია. აკადემიაში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, ასევე ერთი სემესტრის განმავლობაში საწარმოო პრაქტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში.

რატომ შსს აკადემია?

  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უფასოა
  • სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის
  • უნიკალური სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების საკითხებზე
  • საერთო საცხოვრებელი აკადემიის ტერიტორიაზე
  • ერთჯერადი უფასო კვება
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა
  • დასაქმების რეალური შანსი

მიღების წესები:

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირმა უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები (C ტიპის ტესტი). საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირმა უნდა წარმოადგინოს აკადემიაში შემდეგი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (განცხადება ივსება აკადემიაში);
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ჩვეულებრივი და არა ბიომეტრული) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის დედანი.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით და ელექტრონული ვერსია CD -ზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის პლასტიკური ბარათი;
  • შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატი ავსებს აკადემიაში;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).

მომდევნო ეტაპია აკადემიაში დადგენილი შიდა მისაღები გამოცდების ჩაბარება, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1.ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტი (IQ) და ფსიქოლოგიური ტესტირება/გასაუბრება.

2. სამართლებრივ საკითხებზე გამოცდა (წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით)

3. წინასწარ განცხადებული ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონის ტესტირება (ინგლისური ენის ტესტის ნიმუში, გერმანული ენის ტესტის ნიმუში)

4. სამედიცინო შემოწმება

5. ფიზიკური ნორმატივები (ნორმატივები)

6. გასაუბრება.

www.policeacademy.gov.ge