112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული ენა - B2 დონეზე შეასწავლოს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას და ქართული ენის შესწავლის მსურველ სხვა პირებს. პროგრამა ორიენტირებულია თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე და მისი მიზანია არა მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლება, არამედ შესაბამისი კვალიფიკაციების მქონე პირების სახელმწიფო სამსახურში დასაქმების ხელშეწყობა.

მიღების წესები:

აკადემიაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების ჩაბარება.

ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას.

www.policeacademy.gov.ge