112Unified Emergency Number

126General Inspection

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა (EN)

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შექმნილია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის განახლება და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაზე მონიტორინგი, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

სამდივნო

რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი) წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს. იგი კოორდინაციას უწევს საბჭოს ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. სააგენტო უზრუნველყოფს საბჭოს შეხვედრების ორგანიზებას, სამუშაო მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადებას.

სამუშაო ჯგუფები

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილია ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგელობაშიც შედიან საბჭოს წევრ უწყებათა წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბებულია შემდეგი თემების მიხედვით: „ქურდული სამყაროსა“ და სხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის, გატაცებული ავტომობილების გამოვლენის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფები.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინციას უწევს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო. სამუშაო ჯგუფები საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამის დოკუმენტებს, ანგარიშებს, წინადადებებს.