112Unified Emergency Number

126General Inspection

2 41 42 42Unified Service Center of Patrol Police

12 72
2 41 91 91Service Agency

კვლევა და ანალიზი (EN)

კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი იმისთვის, რომ სამინისტროში დანერგილი თითოეული სიახლე და პროექტი მაქსიმალურად ახლოს იყოს და აკმაყოფილებდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. დეპარტამენტმა განახორციელა საერთაშორისო კვლევა შემდეგ სფეროებში:

  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება (ქულათა სისტემა და სხვა რეგულაციები)
  • ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია
  • საერთაშორისო დანაშაულის სტატისტიკა
  • სამთო-სათხილამურო პატრულირება
  • შშმ პირთათვის მართვის მოწმობის გაცემა
  • ადრეული გაფრთხილების სიტემები
  • დიდი მოცულობის მონაცემების გადამუშავებისათვის/მენეჯმენტისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფები
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებები
  • ოფიცერთა გადამზადების კურსი სასაზღვრო პოლიციაში

ამასთან, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული 216 წელს შს სამინისტროში შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესაქმნელად საჭირო საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზში. ცენტრს და მასთან დაკავშირებულ მეთვალყურეობის კამერებს გააჩნია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები, რაც შსს-ს საშუალებას მისცემს განახორციელოს ოპერაციების ეფექტური ერთობლივი მართვა.